11 თებერვალს, გვიან ღამით ტყიბულში მეშახტეების პროტესტი
multicat=36 დასრულდა. მეშახტეები შახტიდან ამოვიდნენ. ჯერ შეთანხმება არ მიღწეულა. მათი თქმით, მოლაპარაკებები მაგიდასთან გაგრძელდება. მოთხოვნები უცვლელი რჩება.
“ყველაფერი დასრულდა მშვიდობიანად. ამოვიდნენ ყველანი და შეუდგებიან თავიანთ საქმიანობას, მაგრამ მათი ჩართულობით შეიქმნება კომისია და გავივლით იმ თემებს, რაზეც მათ აქვთ პრეტენზია ადმინისტრაციასთან. ადმინისტრაციასაც აქვს პრეტენზიები და მოხდება შეჯერება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოგვარდება,”-განაცხადა ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ, რომელიც შახტში გაფიცულ მუშებთან ჩავიდა.
“სიტყვიერი შეთანხმება დადგა. უკიდურეს ფორმას მივმართეთ. გვაქვს ნამუშევარი და გვეკუთვნის ანაზღაურება. მოთხოვნებს არ ვცვლით,”-ამბობს მეშახტე შვანგი ქათამაძე.
მეშახტეები იანვრის თვის ანაზღაურებას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ ხელფასი სრულად დაირიცხოს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე