კომპანია “საქნახშირის” მიერ რადიო “ძველი ქალაქისათვის” მიწოდებული
multicat=36 ინფორმაციის მიხედვით, ტყიბულში მეშახტეების პროტესტი იანვრის თვის ანაზღაურებამ გამოიწვია. მათივე თქმით, 10 თებერვალს გასული თვის მუშაობის შედეგები შეჯამდა, მათ შორის მეოთხე უბანზეც. კომპანიაში აცხადებენ, რომ მეშახტეების ანაზღაურება გამომუშავებაზეა დამოკიდებული. მათივე განმარტებით, გასულ თვეში IV უბანმა მოიპოვა 4 660 ტონა ნახშირი და გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7% -ით. ანაზღაურებამ კი დღეზე 48 ლარი შეადგინა.
კომპანიაში გვითხრეს, რომ შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა.
მეოთხე უბანზე დასაქმებული მეშახტეები შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებენ. მათ პოზიციას სამართლიანად მიიჩნევენ პროფკავშირებში.
“პროფკავშირები ვიზიარებთ იმას, რომ კომპანიის მიდგომა არ იყო სამართლიანი, რადგან ჯერ უნდა დაადგინო, რის გამო არ შესრულდა გეგმა. თუ დასაქმებულთა ბრალი არ გამოიკვეთება, მათ არ უნდა იზარალონ. ისინი სრული ხელფასის აღებას ითხოვენ, რადგან მათ მთელი თვის განმავლობაში იმუშავეს. ეს იყო მენეჯმენტის მხრიდან არასწორად დაგეგმილი საქმე,”-ამბობს დოლაბერიძე.