Რიონის ხეობაში კიდევ ერთი აქცია
გაიმართა. რიონის ხეობის მოსახლეობის მეორე ნაწილი ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს და ახადებს, რომ კომპანია “ენკას” სამუშაოების განახლების საშუალებას არ მისცემენ. Აქციის მონაწილეების თქმით, ჰესის მშენებლობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. Აქციის მონაწილეები დღეს გამართულ ჰესის მშენებლობის მომხრეთა აქციასაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მშენებლობის განახლება კომპნიაში დასაქმებულ რანდენიმე ადამიანს სურს და ეს მოსახლეობის პოზიცია არ არის.
Ადგილობრივების განცხადებით, პროექტი როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხების თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
Რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი უკვე 83-ე ღამეს კარვებში ათევს. Არ წყვეტენ საპროტესტო აქციებს.