2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა
Ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში საქართველოსა და რუმინეთში ჩაატარდება, თუმცა, შეხვედრები არ გაიმართება ქუთაისში, რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” აპროტესტებს. Ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ქალაქი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა და ქუთაისი საფეხბურთო რუკიდან გააქრეს. Ისინი ქუთაისის მერიასა და სამხარეო ადმნისტრაციას უმოქმედობასა და ქალაქის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. Ორგანიზაციის წევრები ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართავენ და ითხოვენ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და თამაშები თბილისთან, ბათუმთან და ფოთთად ერთად, ქუთაისშიც გაიმართოს.
“Ეს იქნება პანდემიის შემდეგ ეკონომიკური სტიმულირების შანსი ქალაქისათვის. Ეს გამოიწვევს ტურისტების შემოდინებას, რასაც აეროპორტი და ქალაქის უნიკალური მდებარეობა შეუწყობს ხელს. Გაიზრდება ქუთაისის საერთაშორისო ცნობადობა. მივმართავთ მერიასა და ფეხბურთის ფედერაციას, Ქუთაისი საფეხბურთო რუკაზე დააბრუნონ,”-აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.