წერტილოვანი შეზღუდვები

1-ლ თებერვლამდე გაგრძელდება. Ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე განმარტებით, დარჩენილი დრო კი გამოყენებული იქნება ბიზნესთან კომუნკაციისათვის, რათა შემდგომში ობიექტების უსაფრთხოდ გახსნა მოხდეს და ამუშავდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

“Გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე, ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები ამკაცრებს ამ დღეებში თავის რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევირანჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების,”-განაცხადა ნათია თურნავამ.

Საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა 28 ნოემრიდან საქართველოს 8 დიდ ქალაქში, მათ შორის ქუთაისში შეაჩერა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *