ქუთაისში სავაჭრო ობიექტებმა ფუნქციონირება

განაახლეს. დილიდან მოლებში ხალხმრავლობაა, თუმცა, გარკვეულ სავაჭრო ობიექტებში დისტანცია დაცულია. 

სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა” დილის 7 საათზე გაიხსნა. აუცილებელია პირბადის ტარება და დაცულია სოციალური დისტანცია. მომხმარებელთა ნაკადს მაღაზიებთან კონკრეტული ობიექტის წარმომადგენლობა აკონტროლებს.



ფუნქციონირება დილიდან განაახლა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ობიექტმაც “გრანდ მოლმა”.

მომხმარებელთა რიგებია “კონო საქართველოს” შენობასთან. აქ რამდენიმე ობიექტია განთავსებული, მათ შორის “კოტონი”, “მინისო” და “ევრობრენდი”. მომხმარებელს შენობაში შესასვლელად თერმოსკრინინგის გავლა უწევს და აუცილებელია პირბადე. თუმცა გარე პერიმეტრზე დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.


​ახალი რეგულაციების მიხედვით, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. სავაჭრო სივრცეებში დაშვება მოხდება ნაკადების მკაცრი დაცვით. ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს. ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ასევე მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1-ლი თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით. ყველა სივრცეში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და უნდა მოიხმარდნენ პირბადეებს. რეგულაციების დაცვაზე პასუხისმგებლობა მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციას ეკისრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *