წყალტუბოში მუშა მიწისა და ქვების მასაში
მოყვა. შემთხვევა საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოხდა.
მუშა მიწის მასიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. ახალგაზრდა კაცი კონტაქტურ მდგომარეობაში იყო.
გადარჩენილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე შეამოწმა და მისი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.