ავარია ქუთაისში – ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.
შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.