30 სექტემბერს ქუთაისსა და წყალტუბოს სოფლებში მცხოვრებლებს
წყალმომარაგება შეუწყდებათ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შეფერხება ქვიტირის სატუმბ სადგურში უკუსარქველის შეცვლითა და მილსადენზე დაზიანებული ადგილების აღდგენით იქნება გამოწვეული.
“00:06 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. ფარცხანაყანევის, ქვიტირის, ბანოჯის, კოპიტნარის სამხ. დასახლების, ასევე, ქუთაისში ავტოქარხნის, უქიმერიონის, გამარჯვების, ძელქვიანის, საფიჩხიის, ქალაქ-მუზეუმის, ნიკეას, ვაკისუბნის და სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას,”-ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.