15 სექტემბრიდან, დილიდან ქუთაისში, წერეთლის
ქუჩა დაიკეტა. მიზეზი გზის რეაბილიტაციაა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს წერეთლის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, ილ. ჭავჭავაძის გამზირიდან ფოთის ქუჩის კვეთამდე.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ოქტომბრის ბოლომდე შეიზღუდება.