როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” ,,ენერგო პრო ჯორჯიადან” აცნობეს, ქუთაისში ამ
დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 200 აბონენტია დარჩენილი. ძლიერმა წვიმამ კაბელები დააზიანა და მიმდინარეობს შეკეთების სამუშაოები.
უამინდობის გამო წყალტუბოში გამორთულია 3 ფიდერი. ელექტროენერგია ქალაქ წლატუბოსა და მიმდებარე სოფლებს არ მიეწოდებათ. მათ შორისაა ყუმისთავი, სოფელი წყალტუბო, გეგუთი და ტყაჩირი.
მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღეს აღუდგება.
იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.