საქართველოს ეროვნული პარკების ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე
პოპულარულ 5 ეროვნულ პარკში ფასდაკლებების თვე იწყება. ვიზიტორებს ფასდაკლებით სარგებლობა შემდეგ ეროვნულ პარკებში შეეძლებათ: პრომეთეს მღვიმე, სათაფლიას მღვიმე, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), მარტვილის კანიონი.
“1 აგვისტოდან რომელიმე ტერიტორიის 1 ბილეთის შეძენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი პირი მიიღებს 20 % ფასდაკლებას. 5-ვე ტერიტორიის ერთობლივი “კომბო” ბილეთის შეძენისას კი 40-%-იან ფასდაკლებას,”-ნათქვამია საქართველოს ეროვნული პარკების განცხადებაში.
ფასდაკლება იმოქმედებს მხოლოდ სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით).
ფოტო: ინტერნეტ სივრცე