რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას
წყლის მიწოდება აღუდგა. ამ დროისთვის ადგილობრივებს წყალი სტაბილურად მიეწოდებათ.
“ონში დაახლოებით 1300 აბონენტი გვყავს, აქედან 500 ოჯახს წყალი დროებით არ მიეწოდებოდა. გავატარეთ გარკვეული ღონისძიებები, რის შემდეგაც აღდგა წყალმომარაგება. ამ დროისთვის წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემა არ აქვთ, თუმცა, მიმდინარეობს სამუშაოები რომ თავიდან იქნეს აცილებული გარკვეული გაუგებრობები,”-განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ.
ადიდებულმა მდინარე რიონმა ონში, სოფელ ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები დააზიანა. ინფრასტრუქტურის აღსადგენად სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.