უხვი ნალექის შედეგად საჩხერეში მდინარეები: ჯრუჭულა, ფასკნარა
და მოხურა ადიდდა. წყალდიდობამ საჩხერის მუნიციპალიტეტის ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა. დაზიანდა სოფელში უზუნთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ხიდ-ბოგირი, სადაც ამ დროისათვის გადაადგილება შეზღუდულია.
აღდგენითი სამუშაობი წყლის დონის დაკლების შედეგად დაიწყება.