ნამოხვანის ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში
აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები 22 ივლისს, 14:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან.
“2020 წლის 5 ივლისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნამოხვანში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა მოითხოვეს, სამუშაოების შეწყვეტა და ტექნიკის გაყვანა ორი კვირის ვადაში. მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცა დეველოპერ კომპანია “ენკა რინიუებლზს”, წინააღმდეგ შემთხვევაში დაანონსდა მომდევნო აქცია. მივმართავთ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ქუთაისის მოსახლეობას: გააცნობიერონ ის უდიდესი საფრთხე, რასაც ეს მშენებლობა უქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ქუთაისს, რეგიონსა და მთელ ქვეყანას”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქციის ორგანიზატორია სახალხო გაერთიანება “თემთა ერთობა” და საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”.
ფოტო: “ბუნება ჰესების გარეშე”