თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს.
ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სოფელში წყალგაყვანილობის სისტემა არსებობს, თუმცა, წყლის მიწოდება მაინც პრობლემად რჩება.
“მოსახლეობა ამ პრობლემამ ძალიან შეგვაწუხა და უკიდურეს ფორმას მივმართეთ. ვითხოვთ, მოგვაწოდონ წყალი, რადგან სოფელში არსებობს წყალგაყვანილობის სისტემა და ყველა ოჯახს დაუდგეს მრიცხველები. მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია, არც სასმელი და არც ტექნიკური წყალი არ გააჩნია. ჩნდება კითხვა, სად დაიხარჯა მილიონები ბიუჯეტიდან, როდესაც ხალხს წყალი არ მიეწოდება?,”-აცხადენენ აქციის მონაწილეები.
სოფელ კვახჭირის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რამდენიმე ოჯახზე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მუქარაც განხორციელდა, რათა ისინი საპროტესტო აქციაზე არ გამოსულიყვნენ.
ადგილობრივების თქმით, სოფელში მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურაც.