განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო საქართველოს კულტურული მარშრუტების მობილური აპლიკაცია შექმნა. Cultural Routes Georgia პირველი უფასო მობილური აპლიკაციაა, რომელიც ქვეყანაში შიდა ტურიზმის წასახალისებლად შეიქმნა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის. ამ ეტაპზე აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. სამინისტროს ინფორმაციით, მას უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერთიფიცირებული მარშრუტი დაემატება.
ევროპული მარშრუტები: ღვინის მარშრუტი, ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი, პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი, ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი.
ლოკალური მარშრუტები: ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ, გერმანული დასახლებები საქართველოში.
ახალი სერტიფიცირებული მარშრუტები: დედაქალაქიდან დედაქალაქამდე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა.