სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს

რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის. 

მგზავრობა შემდეგი ინსტრუქციებით უნდა განახლდეს: მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი, ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით, მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე, მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

რკინიგზაში განმარტავენ, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *