უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის
სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რომელსაც ჩინური კომპანია ასრულებს, ბულდოზერის ოპერატორი დაშავდა. მას ტრაქტორმა გადაუარა. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაშავებული მუშის მკურნალობის და რეაბილიტაციის ხარჯებს კომპანია სრულად დაფარავს.
დაშავებული იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მოინახულა.
მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.