ქუთაისის შემოვლით ავტომაგისტრალზე, რომელზეც მოძრაობა გარკვეული პერიოდის
განმავლობაში მხოლოდ ცალმხრივად იყო შესაძლებელი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებები ორმხრივად იმოძრავებენ.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს, შემცირებულია ქუთაისის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება, მოძრაობენ მხოლოდ სადისტრიბუციო ავტომობილები და იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისში არ ცხოვრობენ.
ქუთაისში 9 ძირითადი ბლოკ-პოსტი მოქმედებს, 9 საგუშაგოა განლაგებული მეორეხარისხოვან გზებზე. ასევე ორმხრივად გახსნილია
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ათი დღით დაიკეტა.