არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდ” საქართველოში მოხალისის ეროვნული ჯილდოს დაწესების
ინიციატივით გამოდის. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ ამ ადამიანებს უნდა ვიცნობდეთ და მათ მადლობა გადავუხადოთ. მოხალისის ეროვნული ჯილდო შესაძლოა გაიცეს შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: ახალგაზრდა (14 დან 29 წლამდე), ზრდასრული (30+).
,,კორონა ვირუსის (ჩOVID– 19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოება კვლავ იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, უამრავი ადამიანი ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში. არასამთავრობო ორგანიზაციები, არაფორმალური გაერთიანებები დღემდე უწყვეტ რეჟიმში სთავაზობენ დახმარებას ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანებს უნდა ვიცნობდეთ და მადლობა გადავუხადოთ. არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდ”-ს აქვს ინციატივა საქართველოში დაწესდეს ,,მოხალისის ეროვნული ჯილდო 2020.”ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში შეტანილი წვლილისათვის:
• გადაუდებელი დახმარება კრიზისულ სიტუაციაში
• ადამიანის უფლებების დაცვა
• გარემოსდაცვითი სფერო
• მოხალისეობის განვითარება
• განათლება
• კულტურა
• სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.