ზესტაფონის აგრარული ბაზარი 11 აპრილიდან
ერთკვირიანი შეზღუდვის შემდეგ ფუნქციონირებას აგრძელებს.
“აგრარული ბაზარი დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად,”-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.
ბაზარმა კორონავირუსის პანდემიის გამო ფუნქციონირება საქართველოში არსებულ სხვა ბაზრებთან ერთად შეაჩერა.