არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალი ლიდერების ინიციატივა” საქველმოქმედო აქციას და
მათ ვისაც სადეზინფექციო საშუალებები სჭირდება უფასოდ გადაცემენ. აქციას ორგანიზაცია მ. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან ერთად ატარებს.
“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ორგანიზაცია, ახალი ლიდერების ინიციატივა და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გააგრძელებს აღნიშნულ აქციებს. სრულიად უფასოდ გადავცემთ დამცავ ნიღბებს, სადეზინფექციო ხსნარსა და ხელთათმანებს იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ მათი შეძენის საშუალება.”- ამბობს ახალი ლიდერების ინიციატივის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი გველესიანი.
სადეზინფექციო საშუალებების 11:00 საათიდან დაიწყო. მათი მიღება მსურველებს ტ.ტაბიძის N28-ში შეუძლიათ.