სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ ობიექტების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომლებიც

ფუნქციონირებას განაგრძობენ. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას.

ფუქციონირებას გააგრძელებენ: 

სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);

სურსათის სამაცივრე მეურნეობები;

სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);

საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით;

ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;

სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);

ვეტერინარული კლინიკები;

ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;

ცხოველთა ფერმები;

ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;

ზოომაღაზიები;

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;

სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;

საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *