პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის
იძულებით კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანა.
იძულებით კარანტინში მოქალაქეები თბილისიდან, იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რეგიონებიდან მოათავსეს.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს.