კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შიდასაქალაქო
ტრანსპორტის – N2, N6 და N 9 მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით იკრძალება. წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მათ შორის N10, N30, N34, N36, N22 მიკროავტობუსები კი შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ. სატრანსპორტო კომპანია “შევარდენის” ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მიკროავტობუსების მძღოლებს ყოველდღიური გეგმა ამ ეტაპზე 40%-ით შეუმცირონ.
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მიმართულებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მგზავრებს გადაადგილებისას პრობლემები არ ექნებათ, ამასთან აუცილებელია, ყველამ დავიცვათ უწყებათაშორისო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მითითებები, გავუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, თვითმმართველობა შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით აგრძელებს კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების გატარებას”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.