სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით
რეკომენდაციებს გასცემს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს.
რეკომენდაციები ასეთია:
,,გაზარდონ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენონ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია; სველ წერტილებთან განათავსონ ხელის დაბანის ინსტრუქცია; გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსდეს ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით; ნაგვის ურნების შიგთავსი უნდა მოთავსდეს პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარან, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავენ; ნაგვის ურნები უნდა დაცალონ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით.”- წერია სეს-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.