ა(ა)იპ ქუთაისის მადლიერების სახლში კორონავირუსის პრევენციისათვის დეზინფექცია
დღეში ორჯერ ტარდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” განუცხადეს, საკვების მიღება ბენეფიციარებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ.
,,დარბაზი არ დახურულა. ბენეფიციარები საკვებს ჩვეულ რეჟიმში იღებენ. პრევენციის მიზნით დეზინფექცია ტარდება ორჯერ, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხეები”.- განაცხადეს ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის მადლერების სახლი 800 ბენეფიციარს ემსახურება.
ფოტო: არქივი – რადიო ,,ძველი ქალაქი”