ქუთაისში დაკარგული ტურისტის მოსაძებნად ახალგაზრდებმა მოხალისეობრივი ჯგუფი შექმნეს. მოხალისეები სიმისთვის
– ასე ჰქვია ჯგუფს, რომლისათვისაც ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარება შეუძლიათ მოქალაქეებს თუ დაკარგული ტურისტის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობენ. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” მოხალისეებმა განუცხადეს, ტურისტს მთელი ქალაქის მასშტაბით მოძებნიან.
,,ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა და ერთად ვცდილობთ რამე საერთო აზრი გავუზიაროთ და იმის მიხედვით დავგეგმოთ გასვლა. ქალაქის ზედაპირული დათვალიერებით შემოვიფარგლევით. 2 ადამიანი გამოჩნდა რომლებიც უკვე დაუკავშირდნენ პოლიციას და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კიკვიძის ქუჩასთან უნახავთ. სხვა ინფორმაცია ახლა არ გვაქვს.” – ამბობენ მოხალისეები.
ნიდერლანდებიდან ჩამოსული ტურისტი, 23 წლის სიიმ ვეგერი, ქუთაისში 7 მარტს გაუჩინარდა.