ქუთაისში ნიდერლანდებიდან ჩამოსული
ტურისტის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. პროცესში ჩართული არიან დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის მშობლებიც. სასტუმროს მენეჯერის განცხადებით, სადაც ახალაგაზრდა კაცი მის მეგობართან ერთად გაჩერდა, სამძებრო სამუშაოებში ქართულ მხარესთან ერთად, ნიდერნალდების წარმომადგენლობაც ჩართულია. მისივე თქმით, ჩამოდის ნიდერლანდების პოლიციაც.
დღეს დილიდან მდინარე რიონზე დაკარგულის სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
ნიდერლანდებიდან ჩამოსული ტურისტი 7 მარტს გაუჩინარდა. ის ქუთაისში მეგობართან ერთად იმყოფებოდა.