ქუთაისში დაკარგული ტურისტის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით,
ვიდეოკამერებმა ტურისტი ბოლოს წითელ ხიდთან, რიონის სანაპიროზე დააფიქსირა.
იმერეთისა და ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის თქმით, მესამე დღეა ნიდერლანდელ ტურისტს ეძებენ.
,,როგორც ვიცით,ტურისტი იმყოფებოდა რესტორან ,,ბარაქაში”.შემდეგ გამოსულა ნასვამი და გზა განაგრძო ქალაქის ცენტრისკენ. გუშინ მუშაობდა საგამოძიებო სამსახური და იმის გამორომ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, არის შანსი, რომ მოხდა უბედური შემთხვევა.უკვე საძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ.ვიმედოვნებთ, რომ ტურისტს უვნებელს ვიპოვით”.- განაცხადა ლილუაშვილმა.
ქუთაისში იმყოფებიან დაკარგული ტურისტის მშობლები.
23 წლის სიიმ ვეგერი ქუთაისში 7 მარტს დაიკარგა.