ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა
კაცი 7 მარტს გაუჩინარდა. როგორც დაკარგულის მეგობარი ჟურნალისტებთან საუბრისას ყვება, 7 მარტის საღამოს ისინი “ბარაქაში” იმყოფებოდნენ, სადაც დაკარგულმა დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი მიიღო და ამის შემდეგ მათ ერთმანეთი დაკარგეს. გაუჩინარებული მამაკაცის მეგობარი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. მისივე თქმით, დაკითხვის შემდეგ, პოლიციასთან ერთად ქალაქში კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ.
დაკარგულის მეგობარის განმარტებით, საქართველოში ჩამოვლენ დაკარგულის მშობლები.
ტურისტები საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. ისინი ქუთაისის შემდეგ, ყაზბეგის, ბაკურიანისა და ბორჯომის ნახვას აპირებდნენ.