“ჯორჯიან მანგანეზის” საოპერაციო დირექტორი განმარტავს, რომ კომპანიას სოფელ
შუქრუთის ტერიტორიაზე სამუშაოები არ უწარმოებია და მათ საბჭოთა პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება უწევთ. ლომინაძის თქმით, მოსახლეობასთან 5 თვის წინ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი უშედეგოდ დასრულდა, რაშიც ის გარკვეულ ჯგუფებს ადანაშაულებს.
“5 თვის განმავლობაში დაწყებული მოლაპარაკებები, დღეს უშედეგოდ დამთავრდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ არიან ჯგუფები, რომელთაც აქვთ თავისი დღის წესრიგი და დაინტერესებული არიან, საკუთარი კეთილდღეობით. კერძოდ, უკანასკნელ პერიოდში, გამრავლებულია მიწების უკანონო რეგისტრაციები არა მხოლოდ სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე, არამედ ზოგადად ჭიათურის მუნიციპალიტეტში. სწორედ იმ კომპენსაციის მიღების მიზნით, რომელსაც კომპანია სრულფასოვნად იხდიდა,”-ამბობს ლომინაძე.
გიორგი ლომინაძის განცხადებით, მოლაპარაკებების გასაახლებლად კომპანია მოსახლეობასთან და სხვა ჯგუფებთან მზად არის.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე