ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში, შენობის ორი სართული დაიწვა, სადაც საჯარო სკოლა,
ბაღი და სოფლის ამბულატორია იყო განთავსებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულება. მოხდა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ევაკუაცია.
შენობიდან 50-მდე სკოლის მოსწავლე, 6-მდე ბაღის აღსაზრდელი და პედაგოგები გაიყვანეს. ცეცხლი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სასკოლო ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაიწვა შენობის 500 კვადრატული მეტრი ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო ბრიგადა და 35 მეხანძრე-მაშველი. საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.