საზოგადოება
ქუთაისში გათავისუფლებული სოციალური მუშაკების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება
ქუთაისში გათავისუფლებული სოციალური მუშაკების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. სოციალური მუშაკები და მათი მხარდამჭერები დღეს, 14 თებერვალს, 19:00 საათზე მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბებიან. 

,,ზუსტად 1 წლის წინ სოციალურმა მუშაკებმა საჯაროდ ამხილეს სისტემა, რომელიც ძალადობრივად ეპყრობოდა დასაქმებულებს და ვერ იცავდა ბენეფიციარებს. კადრების კრიტიკული სიმწირე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. ერთი წლის თავზე კი ვხედავთ სადამსჯელო ღონისძიებას სოციალური მუშაკების მიმართ, მოგიწოდებთ პროფესიულ თემს, მხარდამჭერებს, მოქალაქეებს შემოგვიერთდით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკანონოდ გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს და მოვითხოვოთ მათი უკონკურსოდ აყვანა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში."- აცხადებენ ორგანიზატორები.

იმერეთიდან 7 სოცილაური მუშაკია გათავისუფლებული. 

სოციალური მუშაკების სოლიდარობის აქცია თბილისშიც გაიმართება. აქციები ორივე ქალაქში ერთდროულად დაიწყება.


ფოტო: რადიო ,,ძველი ქალაქი" (არქივი)
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შსს-მ არასრულწოვანი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი
18:58 / 21.02.2020
შსს-მ არასრულწოვანი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი
შსს-მ არასრულწოვანი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი
18:58 / 21.02.2020
შსს-მ არასრულწოვანი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 4 - 11 °C
img
ბათუმი 6 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020