იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვლმა
გარკვეული პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50 – 60 სმ. – ს მიაღწია.
იმერეთის სახელომწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაამ დრომდე მოძრაობა არც ერთ საავტომობილო გზაზე არ არის შეჩერებული. ყველაზე რთულ, მუხურა-ტყიბულის მონაკვეთზე, გადაადგილება მხოლოდ დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის შეზღუდული.
იმერეთის მხარის სოფლების გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და დაზიანებულია გარე განათების ბოძები. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.