“სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, ქუთაისში შეწყვეტილი
ბუნებრივი აირი მოსახლეობას 13 თებერვალს, 18:00 საათისათვის სრულად აღუდგება.
ავარიულად ბუნებრივი აირის მიწოდება 12 თებერვალს, 15:00 საათიდან შეუწყდა ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს, ნიკეას, ჭავჭავაძის ქუჩებს, ასევე, ავტოქარხნის, ავანგარდის, პასილიოკისა და გორის დასახლებებს. ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად გაზსადენის ქვიტირის მაგისტრალზე ავარია სახელდება.