ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის
(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ149 (ჭომა-შოვი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა. მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.