2020 წლის იანვრის თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 79 759 მგზავრს მოემსახურა.
ინფორმაციას აეროპორტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. მათივე განმარტებით, მაჩვენებელი 43% -ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2019 წელს ანალოგიურ პერიოდში მგზავრთნაკადმა 55 895 ადამიანი შეადგინა, შესრულდა 188 რეისი. 2020 წლის იანვრის თვეში აეროპორტიდან 270 რეისი განხორციელდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე