გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი

იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაზე მეტი – 130 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხოლო იმერეთში – 34 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 450 მ3-მდე ხე-ტყე.

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *