მედიაპროექტ “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით,
ბაღდათში 201 ბავშვი შიმშილობის ზღვარზეა. მათივე კვლევის მიხედვით, ბაღდათის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი იხარჯება რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე. 2013-2019 წლებში მერიამ სპორტისა და კულტურის მიმართულებით 7.1 მილიონი ლარი დახარჯა.
ბაღდათში 21,700 მოსახლეა, საიდანაც 1,777 ადამიანი (8%) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
“ფლანგვის დეტექტორი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” ინოვაციური მედიაპროექტი, რომლის ძირითად მიზანსაც საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯების მონიტორინგი და მიზნობრიობის დადგენა წარმოადგენს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე