სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრებს ბაღდათში დღეს, დღის
მეორე ნახევარში გადაასვენებენ. მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დაკრძალვის ხარჯებს ბაღდათის მერია დაფარავს.
ორი დღის წინ, ბაღდათში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას დედა, 4 მცირეწლოვანი და ოჯახის ახლობელი ქალი ემსხვერპლენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.