საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ჰიმნის შემდეგ პარლამენტის
თავმჯდომარემ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულებს წუთერი დუმილით პატივი მიაგეს.
,,მინდა პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც შეეწირა ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე. ეს უდავოდ არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მე მინდა ყველას გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები გააუქმა.