რუსი ტურისტი, რომელიც ბაგრატის ტაძრის გალავნიდან
გადმოვარდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ამბობენ, რომ არასწრულწლოვნის ბინაზე გაწერის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
არასრულწლოვანი ბაგრატის ტაძრის გალავნიდან 28 იანვარს გადავარდა.
პაციენტს ქალატვინის ღია ტრავმა, ქალაფუძის მოტეხილობა და ჰემატომა შუბლის წილში აღენიშნებოდა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდს გალავანზე ფეხი დაუცურდა.