13 წლის მოზარდს, რომელიც ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადმოვარდა,
სამედიცინო კვლევები უტარდება. ის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, მოზარდს ზედაპირული ტრავმები და თავის ღია ჭრილობა აღენიშნებოდა.
მოზარდი ბაგრატის ტაძრის გალავნიდან რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, მას გალავანზე ფეხი დაუცურდა.
13 წლის მოზარდი რუსეთის მოქალაქეა და ადგილზე მშობელთან ერთად იმყოფებოდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე