ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გალავნიდან 13 წლის მოზარდი გადავარდა. ადგილზე მყოფები
ამბობენ, რომ მოზარდი გალავანზე დასათვალიერებლად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა. თვითმხილველების თქმით, 13 წლის მოზარდი რუსეთის მოქალაქეა და ადგილზე მშობელთან ერთად იმყოფებოდა.
თვითმხილველების განმარტებით, მოზარდს სასწაფო დახმარება ადგილზე გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.