77 წლის ასაკში გარდაიცვალა გომარ სიხარულიძე – კომპოზიტორი,

დირიჟორი და მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი. 

გომარ სიხარულიძე არის არაერთი კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოების ავტორი.

განსაკუთრებული აღიარება კომპოზიტორს ქართული კინოფილმებისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა, მათ შორის ყველაზე პოპულარული ფილმ “ჩარი რამასთვის” შექმნილი სიმღერებია.

გომარ სიხარულიძე დაიბადა ქუთაისში 1942 წლის 4 მარტს. 1949-1959 წლებში სწავლობდა ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლა-სასწავლებელში საგუნდო განყოფილებაზე.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *