ქუთაისის მერიის და მერიის სამსახურების ინიციატივით და ორგანიზებით ქალაქში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.

ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომლებმა აქციაში ჩარულ მოხალისეებთან ერთად  წითელი და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე რიონის ნაპირი დაასუფთავეს. დასუფთავების აქცია  და ქალაქის 12-ვე ტერიტორიულ ერთეულში  მოეწყო. 

დასუფთავების პროცესში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი” პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს დეპუტატები.  ადგილზე დარიგდა საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების მასშტაბური აქციები ქუთაისში პერიოდულად გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *