ზესტაფონში შუახნის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
შემთხვევა 16 იანვარს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცმა თავი ვალის გამო მოიკლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის თვითმმართველობის ტენდერებში მონაწილეობდა და მას ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
შსს-ში თვითმკვლელობის ფაქტს ადასტურებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.