ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აბონენტებს გაზის მიწოდება შეეზღუდებათ.
21 იანვარს, 10 : 00 სთ – 14 სთ – მდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება მუნიციპალიტეტის 14 538 აბონენტს. შეფერხება ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია.
რეაბილიტაციის ფარგლებში, გ. აბესაძის ქუჩაზე მდებარე ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება, სადაც ფიქსირდება მიწისქვეშა გაჟონვა.
ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას აღუდგება ეტაპობრივად.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე